
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის ოპტიმიზირებულ დაწყებით სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს - იმართება არაერთი ღონისძიება თუ პროექტი.
ამჯერად, მოსწავლეებმა, მასწავლებელ - ცისნარი შველიძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით კი, მათი საყვარელი ლექსები წაიკითხეს. პატარებმა ისაუბრეს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას და რა ძვირფასი საგანძურია წიგნი.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ვიდეორგოლი გადაიღეს.
იხილეთ ვიდეო: