მინაძის საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
13-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და გახდა მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო  დღესთან დაკავშირებით, სლოგანით - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წაიკითხეს სხვადასხვა ლიტერატურა, ისაუბრეს საყვარელი პერსონაჟების შესახებ, ასევე დაევალათ წაკითხული ტექსტის ეპიზოდ​ური ილუსტრირება. მოსწავლეებმა აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი და წიგნის კითხვის მნიშვნელობაც უკეთ გაიაზრეს. 

აღსანიშნავია, რომ მინაძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203