ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ
13-02-2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და გახდა მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. 

პირველ, მესამე და მეხუთე კლასებში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო გაერთიანდნენ, შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები გააჟღერეს და ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა გაიაზრეს. 

აქტივობას მასწავლებლები - ზოია თიგიშვილი და მაკა მუჯირი ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203