„გამორჩეული ადამიანების ცხოვრება და მათი შემოქმედება“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოურ ენაზე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
13-02-2024

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე შეისწავლეს თემა - გამორჩეული ადამიანების ცხოვრება და მათი შემოქმედება (Жизнь замечательных людей). 

თემიდან გამომდინარე მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და „სლაიდშოუს“ სახით კლასში წარადგინეს. 

მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი.

„მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203