„რა ვიცით დავით აღმაშენებლის შესახებ?“ - საინტერესო ვიქტორინა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში
12-02-2024

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ინფორმაციული ღონისძიებით აღინიშნა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სასკოლო პროექტის - „საქართველო არის ესე“, ფარგლებში , ჩატარდა ვიქტორინა ისტორიაში - „რა ვიცით დავით აღმაშენებლის შესახებ?“.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის (VII,VIII,IX კლასები) მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის დავალებით: გუნდების სახელწოდების და ლოგოს წარდგენა; კითხვა- პასუხი; ისტორიულ წყაროში შეცდომების აღმოჩენა; მინიშნებებით ისტორიული პიროვნების გამოცნობა; გუნდის კაპიტნების შეჯიბრი .

აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებს ამხნევებდნენ მხარდამჭერები სხვადასხვა აქტივობით: პატრიოტული ლექსებით, ცეკვათა თუ სიმღერებით. ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს შესანიშნავი თემატური ნახატები და კედლის გაზეთი.

გუნდების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კლასის დამრიგებლები: VII- კლასის დამრიგებელი -ლეილა ლევერაშვილი; VIII კლასის დამრიგებელი - ქეთევან შუშანაშვილი და IX კლასის დამრიგებელი - თინათინ არდაზიშვილი.

ვიქტორინაში მონაწილე გუნდები შეაფასა და შესაბამისი დიპლომები გადასცა კომპეტენტურმა ჟიურიმ: ჟიურის თავმჯდომარემ, ნათელა კოჭლამაზაშვილმა, თამარ გიგაურმა და ვარვარა მნოიანმა.

ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • I ადგილი -მერვე კლასის გუნდი - „ყივჩაღები“
  • II ადგილი -მეშვიდე კლასის გუნდი „ქუჯაი
  • III ადგილი- მეცხრე კლასის გუნდი „დიდგორი“

ვიქტორინა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, ღონისძიებას კი, პედაგოგი, ეკატერინე უშიკიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203