საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-5 კლასელები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას მორიგი აქტივობით შეუერთდნენ
14-02-2024

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთი აქტივობით შეუერთდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები.

კლასის დამრიგებელმა, ნათელიკო ჩხაიძემ, მოსწავლეებს, მათთვის რჩეული მოთხრობებიდან, საინტერესო და დასამახსოვრებელი ადგილები წააკითხა.

ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, მათ სწორი მეტყველებისა და მცირეოდენი არტისტიზმის უნარები წარმოაჩინეს. კითხვა-პასუხის ეპიზოდში კი გამოავლინეს მოსმენისა და კამათის ხელოვნების უდიდესი შესაძლებლობა, რაც საბოოლოოდ სასურველ შედეგამდე მივიდა: მოსწავლეებმა მათთვის უცნობი ლიტერატურული ტექსტის სრულად წაკითხვის სურვილი გამოიჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203