მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მისაბაძი ქველმოქმედება
12-02-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, სიკეთის კეთებასაც ასწავლიან. ამ მიმართულებით კი, არაერთი თემატური ღონისძიება, მათ შორის, საქველმოქმედო საქმიანობა ხორციელდება.
დატვირთული იყო სადღესასწაულო პერიოდიც. სკოლას საშობაოდ, ალილოზე მსვლელობის მოწყობა ტრადიციად ექცა და ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა.
მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და თანასოფლელებმა ქრისტეშობა სოფელ მატნის მოსახლეობას მიულოცეს. მათ შემოწირულობაც შეაგროვეს, რომელიც ქველმოქმედებას მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ მსვლელობაში სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეებმა შობის დღესასწაულსა და ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს