დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
12-02-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

სკოლაში, VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეებს თავდაცვის აკადემიიდან სერჟანტი და უმცროსი სერჟანტი ესტუმრნენ.

მათ მოსწავლეებს გააცნეს თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული სიახლეები და თავდაცვის აკადემიაში მაღალი დონის სწავლებისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრნენ.

„ვემსახურებით საქართველოს!“ - აღნიშნეს მათ.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო, მათ საჭირო თემებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203