რაჭისუბნის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
12-02-2024
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები თემატური აქტივობებით აღინიშნება. შესაბამისად, სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ პროექტი იმართება.

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ისეთი თარიღი დარჩენილა, როგორც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ დიდ ქართველ მეფეზე, მის ეპოქასა და მიღწევებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203