ბანოჯის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
12-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში კლასის საათი ჩატარდა. მასწავლებლებმა გამოიყენეს GPRSID -ის რესურსები.

V-VIII კლასებში მოსწავლეთა, დამრიგებელთა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების თანამონაწილეობით ჩატარდა წიგნიერი ბავშვების მკითხველთა კლუბის, მკითხველთა კონკურსი ყველაზე წიგნიერის გამოსავლენად.

სკოლის ბიბლიოთეკაში, ფინალურ დღეს I-IV კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა: ნანა ზვიადაძემ და ლინდა ჩოგოვაძემ. 

მოსწავლეთა აქტივმა მოისმინა სასკოლო საზოგადოების, მათ შორის მშობლის (მამის) მიერ წაკითხული წიგნი - „მამა წიგნი წამიკითხე“. 

სკოლის დირექტორმა, ნინო წილოსანმა, შეაჯამა კვირეული და მადლობა გადაუხადა სასწავლო საზოგადოებას ორგანიზებული, შინაარსიანი და აქტიური  ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203