ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი სათამაშოები შექმნეს
12-02-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო მოსწავლეთა ინტერესებზეა მორგებული. პროფესიონალი პედაგოგოები კი მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მასწავლებლები არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას გეგმავენ. ამჯერად, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ხელნაკეთი სათამაშოები დაამზადეს. ისინი აღნიშნულ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

პატარა მოსწავლეებმა მარჯვე ხელებით იმუშავეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დამზადებული სათამაშოები მრავალფეროვანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203