ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის  მკითხველთა კლუბი საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო ინიციატივით გამოეხმაურა
12-02-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო ინიციატივით აღინიშნა. 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ დევიზის ირგვლივ, მკითხველთა კლუბი „აისის“ წევრები გაერთიანდნენ და კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნი. იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ. 

იხილეთ ფოტოები: 














 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203