ჩარდახის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა მონაწილეობა სპორტული შეჯიბრში მიიღეს
24-05-2018
ჩარდახის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის მაკა ხინჩაგაშვილის ხელმძღვანელობით პირველ და მეორე კლასებს შორის სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა და კლასის დამრიგებლებმა. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203