„ვკითხულობთ ერთად, შემოგვიერთდით!“ - შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
12-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა და მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

ბავშვებმა მათთვის საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

მათ ასევე კედლის გაზეთი - „ვკითხულობთ ერთად, შემოგვიერთდით“ შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზანი იყო:

  • ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • მოსწავლეების წახალისება და მოტივაციის ამაღლება. სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება;
  • წიგნების და სხვა დამხმარე რესურსის გამოყენება;
  • საზოგადოებაში კომუნიკაციის უნარის განვითარება;
  • შევიძინოთ მეტი მეგობარი, მეტი ურთიერთობები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203