„რომ არა ექვთიმე...“ - რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე წარმატებით იმუშავეს 
12-02-2024

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებისთვის საინტერესო თემა - „რომ არა ექვთიმე...“, მოამზადეს. 

მოსწავლეებმა, კომპლექსურ დავალებაზე საგან - „მე და საზოგადოების“ შესწავლისას იმუშავეს. საგაკვეთილო თემას წარმოადგენდა  საქართველოს განძი და მისი მცველები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის სამიზნე ცნება - ცვლილება, ხოლო ქვეცნება - „სიძველეები ჩვენს გარშემო“, იყო. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიზანი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მასზე ზრუნვა და დაცვა, იყო. რაც შეეხება, გრძელვადიან სასწავლო მიზანს - სასკოლო საზოგადოებისთვის სიძველეების მნიშვნელობის გაცნობა და ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიების მოყოლა წარმოადგენდა. 

მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203