უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე თემატური აქტივობით აღნიშნეს
12-02-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სასწავლო წლის განმავლობაში კი, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, მათ „პინგვინი პეპეს“ ამბავი წაიკითხეს და მინი წარმოდგენა გამართეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია