„განუზომელია ბედნიერება, რომელიც ამ საჩუქრით გვარგუნეთ“- ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის ​სკოლის ლიტერატურულ კლუბს წიგნი უსახსოვრეს
12-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის ​სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი „კარცერ- ლუქსი“.

კლუბის წევრები სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობენ, სადაც საჭირო ცოდნას, გამოცდილებას იღებენ.

ამჯერად, ლიტერატურულ კლუბში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უჩვეულოდ ამაღელვებელი განწყობა სუფევდა, რაც მოულოდნელმა საჩუქარმა გამოიწვია.

ლიტერატურული კლუბის - „წიგნების თაობა“ წევრებმა სკოლას ანა გავალდას - „35 კილო იმედი“ უსახსოვრა. 

„აუწონავი და განუზომელია ბედნიერება, რომელიც ამ საჩუქრით გვარგუნეთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სიყვარულის უხილავი და ჯადოსნური ძაფები გააბით თქვენსა და ჩვენ შორის. იმედითა და სიყვარულით აავსეთ ჩვენი გულები ამ ცივსა და სუსხიან ამინდში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა კითხვის სეზონი სწორედ ამ წიგნით გახსნეს.

„იმედი გვაქვს ასე ვიპოვით საკუთარ თავს და შევიმეცნებთ სამყაროს, უჩვეულოსა და მრავალფერს. ეს დასაწყისია! საუკეთესო წინ გველოდება! ეს ურთიერთობა, ჩვენ შორის უფრო გაღრმავდება! მომავალი შეხვედრის იმედს ვიტოვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203