იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
12-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასაწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით,
მე-3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი - ნ. ჯავახიშვილი) საყვარელი ზღაპრები და მოთხრობები წაიკითხეს. შემდეგ კი, პერსონაჟების ქცევასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი - ნ. გიგოლაშვილი) უფროს მეგობრებთან და სკოლის ბიბლიოთეკართან (ე. ბოტკოველი) ერთად, მათთვის სასურველი ტექსტები წაიკითხეს და განიხილეს. შემდეგ კი, სოფლის ბიბლიოთეკას (ბიბლიოთეკარი - ლ. დედაბრიშვილი) ეწვივნენ. მათ წაკითხული ნაწარმოების შესახებ დისკუსია გამართეს.

გარდა ამისა, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში (მასწავლებელი - ნ. ლაჩაშვილი) კომპლექსური დავალება - „კონკია“ შეასრულეს. მის ფარგლებში, თითოეულმა მოსწავლემ ხელნაწერი წიგნი შექმნა და პრეზენტაცია გამართა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებიც გამოეხმაურნენ. ისინი თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების იყალთოს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც კამპანიაში - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ჩაერთნენ.

„ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი მწერლებისა და პოეტების ლექსები, ამონარიდები მოთხრობებიდან და გააფორმეს მუსიკალურად, მათ მზაობა გამოთქვეს, რომ ხშირად ჩაატარონ ასეთი ღონისძიებები და ცნობიერება აიმაღლონ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203