ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი მონდომებით შეუერთდნენ
12-02-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების კითხვას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ. 

სწორედ ამიტომ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას სკოლა დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები წაუკითხეს და სხვადასხვა საინტრესო აქტივობა განახორციელეს. მათ ასევე წიგნების საჭიროების, მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას კითხვისკენ მოუწოდეს.

აქტივობაში მონაწილე მოსწავლეთა დამრიგებლები არიან: ქ. დიაკონიძე, გ. სანებლიძე, ა. ჯანელიძე, ნ. ჟორჟოლიანი, მ. მაღლაკელიძე, ე. ბუღაშვილი.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, - ამ სლოგანით მსოფლიო ერთიანდება ამ დღეს და ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

ხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203