თამარისის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
12-02-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
მათი ხელმძღვანელობით კი, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. სასკოლო საზოგადოებამ ამ თარიღის შესახებ ისაუბრა, მოსწავლეებმა წაიკითხეს და საყვარელი ნაწარმოებების შესახებ იმსჯელეს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს