„ძლევაი საკვირველი“ - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
12-02-2024
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესო ღონისძიებით - „ძლევაი საკვირველი“ აღინიშნა. მის მიმდინარეობაში მე-11 კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის - დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი ფიგურის - მეფე დავით აღმაშენებელის როლი და ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მათ ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, საინტერესო პრეზენტაცია Power point-ში მოამზადეს და მსმენელების - მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარდგნენ.

„დავით აღმაშენებელის შესახებ  მოსწავლეების გადმოცემული ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ინფორმაციით მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს დარჩება მოსწავლეების მეხსიერებაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203