მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიება თამარისის N1 საჯარო სკოლაში
12-02-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შექმოქმედებითი და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

ამ მხრივ, წინასაახალწლო პერიოდიც დატვირთული იყო. მარეხი გოგავასა და მანანა ხუციშვილის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, რომლითაც მოსწავლეებმა 2023 წელი გააცილეს. 

მის მიმდინარეობაში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სიტყვა წარმოთქვეს. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203