დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ორიგინალურად აღინიშნა
12-02-2024

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

სწორედ ამიტომ, სკოლის მე-2 (პედაგოგი - მარინე ინასარიძე) და მე-8   (პედაგოგი - ეთერ დავითაშვილი) კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

ეს დღე დაგვირგვინდა დასკვნითი აქტივობით - „ვიკითხოთ წიგნები“, რომელშიც როგორც გვიყვებიან, პედაგოგები, ბებიები, დედიკოები, უფროსი თაობის ბავშვები, მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.

„პედაგოგებმა, ბებიებმა და მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ბავშვებს ლამაზი დღის ჩუქებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203