ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა იდეათეკაში დათო ტურაშვილის ნაწარმოები განიხილეს
12-02-2024
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. ამჯერად, იდეათეკაში გაიმართა კვირეული, რომლის მესამე დღის თემაც მწერალ დათო ტურაშვილის ნაწარმოები იყო. ის მე-11 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს. 

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203