ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მწერლობის, პოეზიისა და პოეტის დანიშნულებაზე იმჯელეს
24-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ოლღა გოგოლაძემ პრობლემაზე ორიენტირებულო სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო მწერლობის, პოეზიისა და პოეტის დანიშნულება სხვადასხვა ეპოქაში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს შესძლებოდათ პოეტური და პუბლიცისტური ტექსტების მიხედვით მწერლობის, პოეტისა და პოეზიის დანიშნულების შესახებ განსხვავებულ თვალსაზრისებზე არგუმენტირებული მსჯელობა და დაენახათ მწერლობის მიმართ მოზარდების გულგრილი დამოკიდებულებით გამოწვეული პრობლემები.

„სკოლის აღსაზრდელები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203