წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ
12-02-2024

ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები საბაზისო განათლების პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობაში „წიგნის მეგობრები“ ჩაერთნენ.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ კაკაჩიას ხელმძღვანელობით, საყვარელი ავტორების წიგნები წაიკითხეს, მათ შესახებ იმსჯელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მეხუთეკლასელებმა კითხვის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს, მათ ასევე საზოგადოებას კითხვისკენ მოუწოდეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203