რიონის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში ჩატარდა
12-02-2024

სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით საინტერესო შემეცნებითი კონკურსები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

კონკურსი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავლის თაობის“ პროექტების ფარგლებში მოეწყო, რომლის დამფუძნებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაგდა ბაქრაძე.

თამაშში მონაწილეობდა სკოლის ორი ნაკრები გუნდი -  „მოაზროვნეები“ - ხელმძღვანელი ლევან ტურაბელიძე და „არწივი“ - ხელმძღვანელი ლუკა მამრიკიშვილი.

ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო თამაში აჩვენეს, სადაც გაიმარჯვა გუნდმა - „არწივი“.

„ვულოცავთ მონაწილეებს წარმატებას და ველოდებით საინტერესო გეგმებს ახალგაზრდებისგან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეჯიბრებები და თამაშები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203