აფხაზეთის N15 სკოლის მოსწავლეებმა სამკითხველო გარემო მოაწყვეს და საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღნიშნეს
12-02-2024

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ -  ამ სლოგანის გარშემო, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა „ათენა“ გააერთიანა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. 

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მშობლების როლი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბების პროცესში.

კლუბის ინიციატივით მოეწყო სამკითხველო გარემო და ჩატარდა საინტერესო აქტივობები:

  • მოსწავლეებმა წაიკითხეს ციტატები საყვარელი წიგნიდან;
  • ურჩიეს ერთმანეთს თუ რატომ უნდა გაცნობოდნენ ამა თუ იმ მხატვრულ ლიტერატურას;
  • ჩატარდა გამოკითხვა და გამოვლინდა „წიგნის ქომაგი“, რომელსაც საჩუქრად გადაეცა სიგელი და წიგნი.

ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, ერთად აღნიშნონ საჯაროდ კითხვის დღე და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელი მარიამ ადონია გახლდათ. 

სკოლაში, მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელასა თუ მშობელს, აქტიურობისთვის, ჩართულობისა და საინტერესო ინიციატივისთვის. 

„მადლობა ჩართულობისთვის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203