ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითად ელემენტებს გაეცნენ
12-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „პირველადი დახმარება“ ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის ექთანმა - გაიანე ჩთჩიანმა მოსწავლეებს სხვადასხვა ხელსაწყოს მეშვეობით გააცნო პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითად ელემენტები. 

ექთანმა გარკვევით, საინტერესოდ ახსნა, როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანს  სასწრაფოს მოსვლამდე სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც ირგვლივ არავინაა.

„მან ბავშვებს უჩვენა, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ადამიანი კარგავს გონებას, ემართება ეპილეფსიის შეტევა, როგორ უნდა აღმოუჩინონ მათ პირველადი დახმარება სასუნთქი გზების გახსნის, სისხლდენის, სითბური დაკვრის დროს, როდესაც გარშემო არ არის სასწრაფო დახმარება ან დაზარალებული არ იმყოფება ჰოსპიტალში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნული თემა ძალიან საინტერესო და საჭირო იყო მოსწავლეებისთვის. ისინი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიდი მონდომებითა და გულდასმით უსმენდნენ ექთანს და მისგან სწავლობდნენ.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203