სენაკის N7 სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
12-02-2024

სენაკის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, (მასწავლებელები: მ.ცქიტიშვილი, დ.ტყებუჩავა, ნ.ხვითარია, ი.მიქიაშვილი) საჯაროდ კითხვის აქტივობა ჩატარდა.

აქტივობაში VII-VIII-X კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები იყვნენ ჩართულნი.

აღნიშნულ დღეს, ბავშვებმა წაიკითხეს ამონარიდები სასურველი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან.

ამავე დღეს გაიმართა მკითხველთა კლუბის წევრების შეხვედრა, სადაც განიხილეს მწერლის - დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით, ასევე იმსჯელეს ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემებზე, უპასუხეს ურთიერთ შეკითხვებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობა ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი, როგორც გვიყვებიან, იყო დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლები და მშობლები, სხვა კათედრების წარმომადგენლები.

შეხვედრა შეჯამდა ხუთწუთიანი ესეთი - „მე გადავცურავ ზღვას“.

„ამ დღეს კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა ჩვენი სკოლის მატიანეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203