„კიბერბულინგის საშიშროება“  - ახალციხის N4 სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-02-2024

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტი, „კიბერბულინგის საშიშროება“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლას კლინიკური ფსიქოლოგი ანა ვარდუკაძე (პროექტის მენეჯერი მარინა გვარამაძე) სტუმრობდა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ისინი დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას კიბერბულინგის გავრცელებული ფორმების შესახებ.

ფსიქოლოგმა პრეზენტაციაში თვალნათლივ დაანახა თუ რა ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს კიბერბულინგი როგორც მსხვერპლს ასევე კიბერაგრესორს.

ის მოსწავლეებს თავდაცვის სტრატეგიებზე ესაუბრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ვორქშოპით გაგრძელდა. მოსწავლეებმა განიხილეს კიბერბულინგის რეალური „ქეისი“. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა, რაშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

„დიდი მადლობა ქალბატონ ანა ვარდუკაძეს ვიზიტისთვის“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეებს საჭირო, მათთვის აუცილებელ ინფორმაციას აცნობს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203