მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
12-02-2024
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასელები, მასწავლებლის - ნინო ჭანტურიას ხელმძღვანელობით სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ.

ბიბლიოთეკაში სტუმრობამ საინტერესოდ ჩაიარა - ბავშვებმა ინდივიდუალურად წაიკითხეს ლექსები,  „დეტექტივობანა“ გაითამაშეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

შემდეგ, როგორც გვიყვებიან, საკლასო სივრცეში შეძლეს დაეწერათ: „ვკითხულობთ თუ არა კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას და რატომ?“

მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვის სტრატეგიებს და საზოგადოებას წიგნების კითხვისკენ მოუწოდეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203