„ჩვენ ევროპისკენ“ - ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები საინტერესო პროქტზე მუშაობენ
12-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბ „აქტიური მოქალაქის“ წევრები სხვადასხვა საინტერესო პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი აქტიურად მუშაობენ პროექტზე - „ჩვენ ევროპისკენ“, რომლის მე-2 ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

კლუბის წევრებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ. მათ აღნიშნული ინფორმაციები დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგინეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

პროექტში თითოეული მათგანი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყო ჩართული.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203