„ცხოვრება ბარიერების გარეშე!“- რიონის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო შეხვედრა მოეწყო
12-02-2024
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

„ცხოვრება ბარიერების გარეშე!“ - ამ სლოგანით წარიმართა ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართული შეხვედრა მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლის პედაგოგებთან.

აღნიშნულ შეხვედრას სკოლის სპეციალური მასწავლებელი ხათუნა სულაქველიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო, მიზანმიმართულ და სახალისო აქტივობებში სიამოვნებით ჩაერთნენ მოსწავლეები.

შეხვედრაზე მათ ნახეს ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, რომელთა მიზანი იყო განემარტა მსმენელი საზოგადოებისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ეს კი, როგორც გვიყვებიან, შეხვედრაზე წარდგენილმა აქტივობებმაც თვალნათლივ დაადასტურა.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი შეხვედრები, აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციასა და ცოდნას აძლევს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203