ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
12-02-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებლის მზია ბერაძის ინიციატივით, XII კლასის მოსწავლეები: მიშიკო ბერაძე და მარიამ ჩაჩანიძე, საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ კონფერენციაში ჩაერთნენ.

კონფერენციის თემა: „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზები“, გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ხიდრის საჯარო სკოლა მარიამს და მიშიკოს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომშიც უამრავ წინსვლას.

„მარიამისა და მიშიკოს წარმატება მზია მასწავლებლის დიდი დამსახურებაა, მადლობა თქვენ მადლობა  ამ დაუღლელი შრომისათვის!“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203