ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ-გასართობ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს
12-02-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის IV და IV კლასების მოსწავლეები სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები: ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ვიქტორ ჩაჩავა და დამრიგებლები - რუსუდან აბაშიძე და მაია ჩეჩელაშვილი იყვნენ.

„მეტოქე გუნდებმა - „შევარდენმა“ ( IV ) და „ათინათმა“( IV ) საინტერესოდ და სახალისოდ წარმართეს თამაშები - ამანათრბენი, ბურთის ტარება, ნიშნულების დაზიანება, გუნდაობა, კაპიტნების შეჯიბრი, გრინჩი და ნაძვის ხე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

თამაშში მონაწილე გუნდები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტისადმი სიყვარულს მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203