ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლე ოთიკო ხურცილავამ უშუში, ღია პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
12-02-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და მიზანსწრაფული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ოთიკო ხურცილავა. 

ოთიკომ სკოლა სპორტში მიღწეული წარმატებით ასახელა. 

მოსწავლე, თბილისის უშუს მე-14 ღია პირველობაზე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა, მან დიდი და დაძაბული კონკურენციის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და დამსახურებული პირველობაც მოიპოვა. 

სკოლაში, მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. ოთიკოს, მიღწეულ შედეგს განსაკუთრებით სკოლის დირექტორი ქეთევან ბაჩილავა ულოცავს და სამომავლოდ კიდევ მრავალ გამარჯვებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203