ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
12-02-2024
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატარა მეგობრებს წაუკითხეს წიგნები: „საშობაო მოთხრობები“, „პატარა უფლისწული“, „მითები“.
მხატვრული ლიტერატურის კითხვაში I-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი საინტერესოდ მსჯელობდნენ წაკითხული ნაწარმოებების შესახებ და ერთმანეთს შეხედულებებს უზიარებდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი კითხვისადმი სიყვარულის აღძვრა, მოტივაციის ამაღლება და კლასებს შორის თანამშრომლობა იყო.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია