სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კლასის საათი მიუძღვნეს
12-02-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მე-5 კლასში (დამრიგებელი  ვარდო ხოზრევანიძე) კლასის საათი მიეძღვნა. 

ამ დღეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა გაიზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული, სლოგანის - „კითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ, წაიკითხეს შერჩეული წიგნები, შეავსეს აქტივობის ბარათები და გააკეთეს პრეზენტაციები. 

საგანმანათლებლო- შემეცნებითმა ღონისძიებამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203