ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებთან, კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო
12-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში ინფორმაციული შეხვედრები გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო მენეჯერი ნიკა ჩაჩავა ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრა, კიბერბულინგის ეხებოდა, ჩვენი დროის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას. 

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო მენეჯერის საპრეზენტაციო შეხვედრები გათვლილი იყო V-VIII კლასის მოსწავლეებისთვის. მოზარდები დიდი ინტერესით უსმენდნენ მომხსენებელს და აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტატორის მომზადებულმა ძალიან საინტერესო ვიდეომ და თეორიულმა მასალამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდთა შესაძლო საფრთხეებისგან დაცვას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203