ბოზალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს საინტერესო და ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
12-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ღვაწლი დაფასებულია. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს პროფესიული დღე, მათ წარმატებები უსურვეს. ბავშვებმა ასევე მათი შრომაც არ დატოვეს აღნიშვნის გარეშე, რასაც მათ განათლებაში დებენ და ამისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის ძალიან ემოციური იყო. მასწავლებლებმა, ბავშვებს, ანალოგიურად ბევრი წარმატება და წინსვლა უსრურვეს ცხოვრებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203