თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი უნივერსიტეტში
12-02-2024

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით, არაერთ საინტერესო ადგილს სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეები სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ გაიანე მხითარიანისა და ლუიზა მურადიანის ხელმძღვანელობით, ისტორიის პედაგოგ გიორგი კაციასთან ერთად, სასწავლო მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში ძველად თბილისის ნერსესიანის სახელობის მთავარი სომხური სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.

მოსწავლეებმა სემინარიის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

„ბავშვები გაეცნენ სემინარიის სტრუქტურას, ღვაწლმოსილი პედაგოგების, სახელოვანი ნერსესიანელების და სკოლის ისტორიის ამსახველ საარქივო დოკუმენტებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

დასასრულს კი მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

სკოლა მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტს მასპინძლობისა და გამოფენის ორგანიზებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203