წიგნიერების დღესასწაული უჯარმის საჯარო სკოლაში
12-02-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას შეუერთდნენ და გახდნენ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. 

წიგნიერების დღესასწაული მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს შერჩეული ნაწარმოებების ეპიზოდები და ისაუბრეს მათთვის საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებული აღმოჩნდა უფროსკლასელების მიერ წაკითხული წიგნები. 

აღსანიშნავია, რომ უჯარმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203