ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა-კონკურსი მიეძღვნა
09-02-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სხვადასხვა საინტერესო კონკურსი იმართება.

ამჯერად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსიდავითობა 2024“ ჩატარდა, რომელშიც VIII-X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ვიქტორინა, სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სკოლის დირექციამ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203