ოზურგეთის N1 სკოლის ეკოკლუბმა ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიუძღვნა  
12-02-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დირექტორ მაია თავართქილაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბმა Nature Club-მა შეხვედრა ჩაატარა.

მოსწავლეებმა შეხვედრაზე პასუხი გასცეს კითხვას - რატომ გვჭირდება ჭარბტენიანი ტერიტორიები? 

„დღეს მსოფლიოში წყლის კრიზისი რეალური და მზარდი საფრთხეა. ადამიანები იმაზე მეტი რაოდენობის წყალს მოვიხმართ, ვიდრე ბუნებას შეუძლია აღიდგინოს. კრიტიკულად ზიანდება და ნადგურდება ჭარბტენიანი ტერიტორიები – ეკოსისტემა, რომელზეც სასმელი წყალი და სიცოცხლე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული.

მტკნარი და მლაშე წყალჭარბი ტერიტორიები ბუნებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელია. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას სხვადასხვა გზით:

ინახავენ წყლის მარაგს და ასუფთავებენ მას;

ჭარბტენიანი ტერიტორიები მტკნარი წყლის უდიდეს ნაწილს ინახავენ.

ბუნებრივად ფილტრავენ მას სხვადასხვა დამაბინძურებლისგან და სასმელად ვარგისს ხდიან.

წყალჭარბი ტერიტორიები წყალდიდობებისა და შტორმებისაგან გვიცავენ.

არეგულირებენ კლიმატს: ტორფიანი ჭაობები ტყეებზე ორჯერ მეტ ნახშირბადს ინახავენ. ნახშირბადის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე ინახავენ წყლის მცენარეები, მანგროვული ტყე და მლაშე ჭაობები.

დღეს წყლის რესურსი ამოწურვადია, მისი ხარჯვა კი – არამდგრადი“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და საზოგადოებას გარემოსდაცვისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203