ბათუმის N8 სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
09-02-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სასწავლო წლის განმავლობაში კი არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღეს დამრიგებელების - ნანა ზენაიშვილის, ნატალია აბუსერიძისა და ნინო ქარჩავას ხელმძღვანელობით, I, II და I კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და ლექსები წაიკითხეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203