
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებას და მათში კულტურული ღირებულებების გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებისთვის გაიმართა გასვლითი ღონისძიება ლიტერატურულ თეატრში.
მოსწავლეებმა, სცენაზე გაცოცხლებული ნაწარმოები იხილეს, მსახიობების საშემსრულებლო ხელოვნებას ეზიარნენ და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
ბავშვებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი, შთაბეჭდილებებით სავსე და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: