აწყურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული სალომე გაჩეჩილაძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა
09-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა ამაყია გვამცნოს, წარჩინებული კურსდამთავრებულის სალომე გაჩეჩილაძის წარმატება. 

სალომეს წარჩინებული სწავლისთვის და საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის ოქროს მედალი გადაეცა. სკოლა ულოცავს სალომეს დამსახურებულ ჯილდოს.

„მიზანდასახულობას, პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას ყოველთვის აქვს შედეგი“, - ამ სიტყვებით, სკოლაში ხაზს უსვამენ სალომეს გაწეულ შრომასა და მიზნებისკენ სწარაფვის უშრეტ სურვილს, რამაც საბოლოოდ დამსახურებული შედეგი გამოიღო. 

სკოლა ამაყობს თავისი წარჩინებული მოსწავლეებით და იმედი აქვს, რომ მათი მაგალითი სტიმულის მიმცემი იქნება მომავალი თაობისთვის.

აწყურის სკოლა მადლობას უხდის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალციხის რესურსცენტრს, თითოეულ მასწავლებელს, წარმატებული მოსწავლეების დამრიგებლებს მხარდაჭერისა და გაწეული შრომისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203