აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა 
09-02-2024
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას დიდი შემართებითა და ინტერესით შეუერთდა. 

აღსანიშნავ ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო. ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული აქტივობა გაიმართა. 

ღონისძიებაზე ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებიდან, მოსწავლეებისთვის საყვარელი ლექსები და ნაწარმოებები გაჟღერდა. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კითხვის კულტურის დანერგვის აუცილებლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წიგნიერება ადამიანების ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203