სადღესასწაულო ღონისძიება საბათლოს საჯარო სკოლაში
09-02-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად ეწყობა საზეიმო ღონისძიებები. სასწავლო წლის პირველი სემესტრიც შთამბეჭდავი საახალწლო ზეიმით დაგვირგვინდა. 

თემატურად გამოწყობილი მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ მრავალფეროვან მუსიკალური თუ ქორეოგრაფიულ ნომრებს - ამ დღის ემოციები კი დღემდე აქვთ შემორჩენილი, რაც მათ ხალისიან განწყობაზე აისახება. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ, არ იქნებიან დაძაბულნი და შემეცნებით საქმიანობასთან ერთად დროის ხალისიანად გატარებასაც შეძლებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203